საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გოგინავების 12-სულიან ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემდეგ, გოგინავების ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გოგინავებს თბილისის ზღვაზე ე.წ „ოლიმპიურ სოფელში“ სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები გადასცა. სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახს ახალმოსახლეობა მიულოცა და წინასაახალწლოდ ბავშვებს ტკბილეული მიუტანა.