ცივილიზაციებისა და რელიეათა შორის დილოგში შეტანილ წვლილით ცნობილი ამერიკაში მცხოვრები თურქი მოაზროვნე, ფეთჰულლაჰ გიულენი, მსოფლიოში აღიარებულ ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ექსტრემიზმსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და მუსულმანებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის. ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანებს ზიანს აყენებს და მუსულმანების წინააღმდეგ არასწორ წარმოსახვას უფრო აღრმავებს განაცხადა გიულენმა და აღნიშნა რომ ტერორიზმს რელიგია არა აქვს.
ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაზეთ Le Monde-ს 17 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, "ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა?"-განაცხადა მან.
გიულენის თქმით, ევროპელმა მუსულმანებმა რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. "არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ."-აღნიშნა მან.
Le Monde სტატიის შესავალშია აღნიშნული, როგორც მეცნიერების დიდი მხარდამჭერი, დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი, რელიგიათაშორისი დიალოგის მომხრე და "მოძრაობა ჰიზმეთის" ლიდერი. გიულენი, წარსულში ერდოღანთან ახლო კავშირში იყო, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ ყველაზე დიდი ოპონენტი გახდა ნათქვამია სტატიაში.
ფეთჰულაჰ გიულენის მიერ პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ Le Monde -ში "მუსულმანებო, ჩვენი რწმენის კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ" სათაურით გამოქვეყნებული სტატია.
ჭეშმარიტი რწმენის განზომილება ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა.
"ისლამური სახელმწიფოს"(ISIS) და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეზე საკუთარი გულის ტკივილის სიტყვებით გამოხატვა მიჭირს.ამ დაჯგუფებების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელებისას, თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიების მუსულმანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდ მუსულმანის მსგავსად ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობა, ერთის მხრივ კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან გადასარჩენად ყველასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისათვის უნდა ვიმუშაოთ.
ერთგვარი სიტყვებითა და სიმბოლური დატვირთვით თეორიულად ერთგვარი სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას შეეცდებით. მაგრამ ამ სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას, მხოლოდ მის ძირითად ფასეულობებზე ერთგულებით დაამტკიცებთ. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ლოზუნგებითა და ტანისამოსით არ გაიზომება, მთელი მსოფლიო რელიგიების უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება და ყოველი ადამიანის უმწიკლოებისა და მგრძნობიარე პრინციპების შენარჩუნებაა.
ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობაა, ტერორისტების მიერ გავრცელებული ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა, ხოლო ამის შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნების მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგი მოქალაქეები, გასულ დღეებში ბეირუთში დაღუპული შიიტი მუსულმანი ლიბანის მოქალაქეები, ერაყში ანალოგიური ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული სუნიტი მუსულმანი მოქალაქეები, პირველ რიგში ყველანი ადამიანები არიან. ყველა ის ადამიანი რომელიც ტკივილს განიცდის, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა ჩვენ თუ მათ თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ და მხარში არ ამოუდგებით ცივილიზაციის პროგრესი შეუძლებელია.
მუსულმანებმა შეთქმულების თეორიებს თავი უნდა დაანებონ და უნდა დაფიქრდნენ. ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა? ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობისა და ყველას გამაერთიანებელი მენტალიტეტის ჩამოუყალიბლებობის გამო, სასოწარკვეთილი ადამიანების უიმედობაში ჩავარდნით სხვა გზების ძებნას საძირკველი ხომ არ მოვუმზადეთ?
ტერორის დაგმობა საკმარისი არ არის
პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ განხორციელებულიშემზარავი ტერორისტული აქტები რელიგიასთან არანაირ კავშირშია და როგორც თეოლოგების, ასევე რიგითი მუსულმანების მხრიდან უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. თუმცა ამ მომენტისათვის დაგმობა და უარყოფა უკვე საკმარისი არ არის. მუსულმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საწინააღმდეგოდსახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო. ტერორისტების მიერ გადაბირების მცდელობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მთელი საზოგადოების მომცველი პროექტების შემუშავებაა საჭირო.
ჩვენს საზოგადოებაში უფსკრულის პირას მყოფი ახალგაზრდები დროულად უნდა დავაფიქსიროთ და სახიფათო თავგადასავლების ძიებაში ხელი შეუშალოთ, ოჯახებს კონსულტაცია გავუწიოთ და სხვა მხარდასაჭერი მომსახურების ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვართ, იმ ქვეყანაში აქტიური ჩართულობით იმ მაგიდას უნდა მივუჯდეთ სადაც ანტი-ტერორისტული გეგმები მუშავდება და საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი უნდა გამოვხატოთ. ჩვენს ახალგაზრდებს დემოკრატიული გზებით აზრის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. დემოკრატიული ღირებულებების სკოლის ასაკიდანვე სწავლება მომავალი თაობის ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ისტორიის მანძილზე, ასეთი ტრაგედიების შემდეგ გადაჭარბებულ რეაქციებს ჰქონია ადგილი. მუსულმანების საწინააღმდეგო, ანტი-რელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მუსულმანი მოქალაქეების მიმართ სრულიად უსაფრთხხოდ მოპყრობა, მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოქალაქეებს მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრების სურვილი აქვთ. არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ.
ჩვენ მუსულმანებმა, ამ შემთხვევაში ჩვენი ისლამური გაგება, პრაქტიკა და ჩვენი საუკუნის პირობები და თავის დროზე გაკეთებული ინტერპრეტაციის ფონზე თვალი უნდა გადავავლოთ და საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ. ეს, ტრადიციული ისლამისგან დაშორებას არ ნიშნავს, პირიქით არასწორი გზისკენ შესაძლებელი გადახვევის გაცნობიერებას და მათგან განვთავისუფლებით ჩვენი წინამორბედის მსგავსად მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის (მუჰამმედ შუამავლის მიერ გაკეთებული) სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს.
რწმენის რადიკალურ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ
რელიგიური წყაროებიდან წინანდელი მეთოდების ამოჭრას და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად გაკეთებულ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ. მუსულმანმა სწავლულებმა, ექსპერტებმა და ინტელექტუალებმა რელიგიურ წყაროებზე დაყრდნობით გამაერთიანებელ მიდგომას ხელი უნდა შეუწყონ. გასულ საუკუნეებში რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს თვალი გადავავლოთ. რწმენის ძირითად საფუძველებზე დაუფლება დოგმატიზმს არ ნიშნავს. მუსულმანები ერთ დროს აღმავლობის ეპოქაში მყოფი აზრის გამოხატვის თავისუფლება რელიგიის სულიერების დაცვით ისევ აღორძინება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ძალადობის გამვრცელებელ რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ამგვარად შევძლებთ.
ცივილიზაციები კი არა, ადამიანური ცივილიზაცია ბარბაროსობას ებძვის
ბოლოდროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახების თეზისის გაჟღერებას მწუხარებით ვაკვირდები.ეს პირველად ვინც გამოავლინა, ინტუიციით გამოავლინეს თუ გარკვეულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მე ეს არ ვიცი,თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. ეს მკვეთრად მინდა გამოვხატო: ის რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუსულმანებმა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ჩვენ, როგორც მუსულმანი მოქალაქეები ჩვენი პასუხისმგებლობაა როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, პრობლმემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მუსულმანების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს მთელი კაცობრიობის მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრებისთვის წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რელიგიური ყველა კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში როგორც სათნო ინდივიდები მაგალითის მიცემით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციების უარყოფითა და მათგან გამიჯვნით, ამ საკითხებმა ახალგაზრდებზე ზეგავლენა, რომ არ იქოინოს ფრთხილად უნდა ვიყოთ. დემოკრატიული ღირებულებების შესახებ განათლების ადრეულ ასაკში მიცემით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძებთ.