კორპორაცია Microsoft-მა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დობილ კომპანიებთან - „რუსთავის წყალთან“ და „მცხეთის წყალთან“ ერთად, ექვს წარმატებულ პარტნიორ კომპანიას შორის დაასახელა https://customers.microsoft.com/Pages/CustomerStory.aspx?recid=25376&InReview=true
მიმდინარე წელს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტის ინიციატივით, კომპანია Proxima Systems - თან და კორპორაცია Microsoft-თან თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელზე ორიენტირებული, ორგანიზაციული მართვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა - Microsoft Dynamics Ax დაინერგა. ქართული კომპანიისა და Microsoft-ის თანამშრომლობის შესახებ, კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა ორგანიზაციამ სპეციალური კლიპი გადაიღო და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა (GWP CaseStudy Video) https://customers.microsoft.com/Pages/CustomerStory.aspx?recid=25376&InReview=true
Microsoft Dynamics Ax უზრუნველყოფს ოპერაციების მართვის ციკლის სრულ კონტროლს. იძლევა კომპანიის შიდა პროცესების და რესურსების ეფექტიანი მენეჯმენტის შესაძლებლობას, ეხმარება კომპანიას მომსახურების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებასა და აქტივების სწორად მართვაში.
Microsoft-თან წარმატებული თანამშრომლობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სწრაფი ტემპითა და გეგმაზომიერად განვითარების საშუალებას მისცემს.