სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, რეფორმის ფარგლებში, სოციალური სამსახური პენიტენციურ დეპარტამენტს გამოეყოფა და დამოუკიდებელ დეპარტამენტად ჩამოყალიბდება - ამის შესახებ განცხადება, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„რეფორმის ფარგლებში, სოციალური სამსახური გამოეყოფა პენიტენციურ დეპარტამენტს, ჩამოყალიბდება ცალკე დამოუკიდებელ რგოლად სოციალური დეპარტამენტის სახით, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოციალურ აქტივობებს, აღნიშნული სამსახურისა და მსჯავრდებულების მჭიდრო ურთიერთობას და რაც მთავარია, ნდობის ამაღლებას. მანამდე, მოგეხსენებათ, ჩემი წინამორბედის დროს სოციალურ სამსახურს ჩამოერთვა სამხრეები და ისინი ოფიცრები აღარ არიან, ამიტომ მეორე ეტაპზე ვგეგმავთ ამ რეფორმის ჩატარებას“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.