„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ბოლო დროს, წყლის ხარისხითან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცის გავრცელებისა და სასმელი წყლის ფილტრების გამსაღებელი ორგანიზაციის მხრიდან, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების თაობაზე, სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ მიმართა.
მიმდინარე წელს „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამების ფარგლებში, განახორციელა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი - მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში აღებულ იქნა სასმელი წყლის 56 ნიმუში, რუსთავში კი - 5 ნიმუში.
თბილისსა და რუსთავში აღებული წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ თბილისისა და რუსთავის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მიმართონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს - 293 11 11.