„ბლუ ფილტერსი“ და „წყლის ექსპერტი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ბლუ ფილტერსი“ და „წყლის ექსპერტი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

კომპანიები - შპს „ბლუ ფილტერსი“ და შპს „წყლის ექსპერტი“ აცხადებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ადამიანთა იმ ჯგუფთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას ხვდება, მაცხოვრებელთა  თანდასწრებით, გაურკვეველი ხელსაწყოებით ონკანის სასმელი წყლის „ტესტირებას“ ატარებს და წყლის ხარისხის თაობაზე მათ ცრუ ინფორმაციას აწვდის. 

როგორც ცნობილი გახდა, წყლის ფილტრების რეალიზატორები, დამოუკიდებლად მოქმედებენ, თავს გერმანული კომპანიის წარმომადგენლებად ასაღებენ და თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად „ბლუ ფილტერსისა“ და „წყლის ექსპერტის“ სახელს იყენებენ. 

„ბლუ ფილტერსისა“ და „წყლის ექსპერტის“ ხელმძღვანელობა  ემიჯნება წყლის ფილტრების რეალიზატორთა აღნიშნული ჯგუფის ქმედებებს. ამასთან, ორივე კომპანია პროდუქციის  რეალიზაციის ამგვარ მეთოდებს მიუღებლად და თავისი საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს.