GWP ისნის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალის ახალ მონაკვეთს, დღეს დილიდან, ექსპლუატაციაში გაუშვებს

GWP ისნის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალის ახალ მონაკვეთს, დღეს დილიდან, ექსპლუატაციაში გაუშვებს

უახლოეს მომავალში, ისნის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერმა“, კობარეთის ქუჩაზე წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. მაგისტრალის 350-მეტრიანი ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან დაიწყებს.

სამუშაოების ჩაატარების მიზნით, ხვალ, 28 დეკემბერის 10:00 საათიდან 29 დეკემბერის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების ნაწილს, მეველის, გუდარეხის, აბუსერისძე ტბელის, აწყურის, კობარეთის, ლეჰ კაჩინსკის, თელავის, და მათ მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე http://gwp.ge/ka/dagegmili  ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.