საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გაცნობებთ, რომ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს. თბილისიდან მატარებელი 10:25 სთ-ზე გავა და სენაკში 14:34 სთ-ზე ჩავა. სენაკიდან გამოვა 19:35 სთ-ზე და თბილისში იქნება 23:45 სთ-ზე.
საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!