სოზა სუბარი პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

სოზა სუბარი პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  სოზარ სუბარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლის იუბილეს. თქვენი ღვაწლი ერის სულიერი ცხოვრების აღორძინებაში ფასდაუდებელია. ბედნიერი ვარ, რომ გვყავს ღირსეული და ბრძენი სულიერი წინამძღვარი, რომელიც მაგალითის მომცემია ყველა ჩვენთაგანისათვის. გისურვებთ ჯანმთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, - ნათქვამია სოზარ სუბარის განცხადებაში.