საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა კათოლიკეებს, ბაპტისტებსა და სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.
სოზარ სუბარი მეუღლესთან თამთა ყუბანეიშვილთან და დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრო. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოზარ სუბარი შობის ღამეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და ორმოცდაათიანელთა ტაძარს ეწვია.