ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“ უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“, კარგად არ ვიცნობ, თუმცა ის პირველი არ იქნება, რომელიც ჩვენს ბაზარზე ინდურ ჯენერიკებს შემოიტანს. ჩვენთან ხელმისაწვდომია ინდური წარმოების მედიკამენტები და საკმაოდ წარმატებითაც იყიდება სააფთიაქო ქსელებში. წამალი შეიძლება შემოვიდეს ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, მაგრამ თუ ის ევროკავშირის ქვეყნებშიც იყიდება, მას მოჰყვება შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ლიცენზია, მე არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო მის ხარისხიანობაში. მივესალმები ახალი ფარმაცევტული კომპანიების გამჩენას ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე“, - განმარტავს საქართველოს პარლმენტის წევრი მალხაზ წერეთელი. ამასთან, პარლამენტარი ინფური ჯენერიკების გამოყენების რამდენიმე დადებით მხარესაც შეეხო. ერთ-ერთ მაგალითად, კი ხელმისაწვდომობა დაასახელა: „ჯენერიკი უხარისხოა, რადგან ის იაფია, ეს ინფორმაციულობის დაბალი დონით ახისნება. რეალურად, ჯენერიკი არის ე.წ. „დედა წამალი“. ჯენერიკები მსოფლიოში გამოცდილი და აპრობირებულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დადასტურებული აქვს მისი ხარისხიანობა და ეფექტურობა. პირადად, იმ პრეპარატების უფრო მეშინია, რომლებიც ბაზარზე შეიძლება გაურკვეველი გზით მოხვდეს და არ აკმაყოფილებდეს სტადარტებს. ჯენერიკების მოხმარება დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის“.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ,,ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების'' აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძეც და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა შეაფასა: „საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არ სახარბიელო მდგომარეობა არ არის, ზოგადად ჯანდაცვის ხარჯები ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს რომ ამ პრობლემას ბევრი რამ განაპირობებს, მაგალითად ლარის კურსის ვარდნა და სხვა ეკონომიკური სირთულეები, თუმცა ვფიქრობ რომ მისასალმებელია ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა რომელიც ქვენყანაში ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს“.
გიგა ჩხაიძე ჯენერიკების მიამრთ უნდობლობის საკითხსაც შეეხო და მიზეზად, საზოგადოების დაბალი ინფრომირებულობა დაასახელა: „უნდობლობის მიზეზს იწვევს ის ფაქტი, რომ ბევრმა უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტი ან არასწორ ინფორმაციას ფლობს მის შესახებ, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვფიქრობ რომ დროული და აქტუალურია, ჯენერიკები ბრენდულთან შედარებით გაცილებით იაფია, აქ უკვე თუმცა გასათვალისწინებელია, ხარისხის კონტროლი, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას მედიკამენტების კონტროლის გამართული სისტემა, რათა მოხდეს ჩვენი მოსახლეობის დაბალი ხარისხის მედიკამენტების მიღებისგან დაცვა“.
რაც შეეხება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსავლას ,,ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების'' აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ბაზარზე რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება კონკურენცია გაიზრდება და პროდუქტი გაიაფდება: „ კომპანია შემოიტანს მედიკამენტებს ინდოეთიდან, რომელთაც გააჩნიათ ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და კონკურენციის გაზრდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ჯანსაღი კონკურენციაა“.