ხვალ , 23 დეკემბერს , 12 . 00 საათზე , ლუდსახარშ ,,ზედაზენს’’ ეწვევა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,, ერისიონი ‘’ .
მათი სტუმრობა ემთხვევა ლიმონათი ,, ზედაზენის’’ ორი ახალი გემოს - ,, ფეიხოას ‘’ და ,, ნესვი ატმით ’’ ლიმონათების პირველ ჩამოსხმას .
ანსამბლის წევრები დაათვალიერებენ საწარმოს და პირველები დააგემოვნებენ ,, ზედაზენის ’’ ახალ პროდუქციას .
გთხოვთ გვეწვიოთ და თანამშრომლობის ფარგლებში დაგვეხმაროთ აღნიშნული ივენთის გაშუქებაში .