დღეს, ბოტანიკურ ბაღში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს

დღეს, ბოტანიკურ ბაღში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს

დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში ხელი მოეწერა, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქველმოქმედო კომპანია ”ქართული თემის განვითარების პროგრამები - კვალს” (ნიუ-ჯერსი, აშშ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია საფუძველი ჩაეყაროს ბოტანიკის სფეროში სამმხრივი ურთიერთსასარგებლო კვლევითი და გამოყენებითი პროგრამების დანერგვასა და განვითარებას.

მემორანდუმის პირობები ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობას კვლევით და სასწავლო პროგრამებში, მათ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა, თუ სემინარებში. ბოტანიკის სფეროში კვლევების მიღწევების პრაქტიკულ დანერგვას, ბოტანიკურ ბაღში საცდელ-ექსპერიმენტული სამუშაოების წარმართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში არსებული რესურსების გამოყენებას ერთობლივი პროექტებისთვის საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებაში, პროგრამის შედეგების გაცნობას ა.შ.შ.-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მათ კომერციალიზაციას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, სსიპ ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორმა შალვა სიხარულიძემ და ორგანიზაცია “კვალის” პრეზიდენტმა შოთა ვაშაკიძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ ქ. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი