14 დეკემბერს უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამას ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის საშუალება ექნებათ როგორც ქართველ, ასევე - უცხოელ სტუდენტებს.
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით ამ პროგრამის ავტორიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე კონკურენციის პირობებში, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს მოიზიდოს სტუდენტები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი რამდენიმე თვის წინ ირანის სალჩოს უშუალო მხარდაჭერით აღიარებული იქნა ირანი ილამური სახელმწიფოს განათლების სამინისტროს მიერ. იგი მოხვდა საქართველოდან აღირებულ ხუთ უნივერსიტეტს შორის.
"ყოველივე ამან უნივერსიტეტს მისცა სტიმული, რომ ეს პროგრაამა მოემზადებინა. ჩვენ ვფიქრობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ სტუდენტები ირანიდან, უშუალოდ ფერეიდანის მხარიდან, ასევე პაკისტანიდან, ინდოეთიდან და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩვენ ამისთვის გაგვაჩნია შესბამის ბაზა, როგრორც თბილისში ასევე სიღნაღში და ასევე შესასაძლებელია მათი უზრუნველყოფა საერთო საცხოვრებლით" - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.