ქართული ოფისის ძარცვა კიევში - ორგანიზაცია „ემიგრანტები საქართველოსთვის" ოფისი დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდათ. წაღებულია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების ამონაწერები, ასევე ორგანიზაციის სადამფუძნებლო და სხვადასხვა სახის სამსახურეობრივი დოკუმენტაცია. ორგანიზაციის დამფუძნებელი, ბიძინა ბიძიშვილი მომხდარს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აქტივობისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებს. ბიძიშვილი ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარის ზარებზეც საუბრობს. საქმეს კიევის პოლიცია იძიებს.