სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის მიზნით ორ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
პირველი ტენდერის შემთხვევაში სატენდერო წინადადება მოიცავს შემდეგ სამედიცინო აპარატურას: პორტატული დენტალური რენტგენის აპარატები, სტომატოლოგიური დანადგარები, 3-არხიანი ელექტროკარდიოგრაფები და პორტატული რენტგენის აპარატები. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 380 000 ლარს შეადგენს.
მეორე სატენდერო წინადადება ასევე სამედიცინო აპარატურის, კერძოდ; ექოსკოპიის სტაციონარული და პორტატული აპარატების, პაციენტის დაკვირვების მონიტორებისა და ჟანგბადის გენერატორის შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 413 000 ლარით განისაზღვრება.
დამატებითი ინფორმაციისა და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემას - www.spa.ge