კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. გლდანის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, სამუშაოები წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალზე განხორციელდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, კომპანია სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.
ამ მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან ხვალ, 17 დეკემბერის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VI, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს
გლდანის რაიონის დასახლებებს, ანდრონიკაშვილს, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.