ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან, 29 ნოემბერს გამოსული ელექტრო ტექნიკით დატვირთული პირველი მატარებელი (რომელშიც 21 კონტეინერი შედის), საქართველოში შემოვიდა. საბოლოო დანიშნულების წერტილს კი სამი დღის ვადაში მიაღწევს. ტვირთის გადაზიდვა პროექტ "ნომად ექსპრესის" ფარგლებში ხორცილდება.
ჩინეთიდან - მატარებელმა გამოიარა შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, დღეს კი საქართველოს გავლით ჩავა თურქეთში. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკუდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, ეს შესანიშნავი შედეგია იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად, საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე სჭირდება.