დევნილთა  სამინისტროს საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის  სპეციალური ჯილდო  გადაეცა

დევნილთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.  ღონისძიებაზე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“  სპეციალური ჯილდო  გადაეცა.  2015 წელს  დევნილთა და განსახლების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

დაჯილდოვების ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული დაესწრნენ.