ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთში, ჩინეთსა და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში აწარმოებენ

ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთში, ჩინეთსა და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში აწარმოებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასა და იმპორტის ხელშეყობის აუცილებლობაზე მიანიშნა, მიზნად კი,  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი გაიაფება დაისახა. ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების საკითხს თერაპევტი ქეთევან ჯანიკაშვილი გამოეხმაურა.

“როდესაც ჯენერიკებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ფასი. ისინი მოსახლეობისათვის  მეტად ხელმისაწვდომია. ჯენერიკების დანიშვნის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, მკურნალობის გაგრძელება.  მოსახლეობა ფიზიკურად ვერ შეძლებს ბრენდი მედიკამენტების შეძენას. ჯენერიკების მიმართ ნდობა მათივე შედეგიანობიდან გამომდინარე მიყალიბდება. შედეგი რომ არ ჰქონდეთ, პაციენტებიც არ მიიღებდნენ მათ და არც მე დავნიშნავდი, რასაკვირველია. რაც შეეხება ჯენერიკების და ზოგადად, მედიკამენტების წარმოებას, მათი დიდი ნაწილი იწარმოება განვითარებად ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთსა და აზიის სხავ ქვეყნებში. ხანდახან, წამლის წარმოების ტრადიციული ქვეყნები არც კი აწარმოებენ იმ რაოდენობით მედიკამენტს, რომ მთელი მსოფლიოს ბაზრებისთვისაა საკმარისი.  ინდოეთში წარმოებულ პრეპარატს შესაძლოა გააჩნდეს  ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატი, მაგრამ მოსახლეობა მაინც არ ენდობა მათ. ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს,“ – აღნიშნა ქეთევან ჯანიკაშვილმა.