უახლოესი დღეებიდან, საბურთალოს რაიონში მდებარე ვეძისის დასახლებაში წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ვეძისის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, ხვალიდან დილიდან, საგანგებო ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, დასახლებაში არსებულ წყალსადენის ქსელებზე კომპანია ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. საერთო ჯამში, ვეძისში სხვადასხვა დიამეტრის 16 ახალი ურდული განთავსდება.
ახალი ჩამკეტი ურდულების მონტაჟის მიზნით, ხვალ, 10 დეკემბრის 11:00 საათიდან 11 დეკემბრის 11:00 საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:
· ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების მცირე ნაწილს, ჟვანიას მოედანს და ვეძისის დასახლების ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.