სამგორის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდება

სამგორის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.  კერძოდ, სამგორის რაიონში, დასახლება საგური ველის მიმდბარედ გამავალ წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, კომპანია დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

ამ მიზნით, დღეს, საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 9 დეკემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს

ზემო და ქვემო ფონიჭალასა და კრწანისის რაიონის რამდენიმე დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.