“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საგურმოჰესის მშენებლობა დაიწყო

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საგურმოჰესის მშენებლობა დაიწყო

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“, რომელიც ჰესის ასაშენებლად 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობის უზრუნველსაყოფად, 5.8 მილიონი ლარის ოდენობისკრედიტი კომპანიას „თიბისი ბანკმა“ გამოუყო.

ორაგრეგატიანი საგურამოჰესის დადგმული სიმძლავრე 4,4 მვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ კვტ.სთჰესის ექსპლუატაციაში გაშვება და საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვა 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.

დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები - მომზადებულია ჰესის საძირკველი, მიმდინარეობს სამანქანო დარბაზის მშენებლობა დასადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ამ ეტაპზე, მოგვარებულია მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელიფორმალური მხარეებიკერძოდჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითსაქართველოს მთავრობასთან ხელმოწერილია მემორანდუმი და შეთანხმებამიღებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და შესაბამისი ნებართვა, მცხეთისმუნიციპალიტეტიდან კი -  მშენებლობის ნებართვა, ასევე, კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებულია ჰესისენერგოსისტემასთან მიერთების სქემატურბინისა და სხვა ძალოვანი დანადგარების შესაძენადრომლის ღირებულებაა 1,300 000 ევროა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლობს ავსტრიულ კომპანია ANDRITZ HYDRO SAS-თან.  

საგურამოჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებულისუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.