შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობაციონერებს ეტლები გადაეცათ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობაციონერებს ეტლები გადაეცათ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რვა პირობით მსჯავრდებულს ეტლები გადასცეს.

პრობაციის რეგიონულ ბიუროებში ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეტლი ესაჭიროებოდა ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის და გურიის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თხოვნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობაციონერებისთვის ეტლები არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ გამოყო.

მარნეულსა და გარდაბანში მცხოვრებ შშმ პრობაციონერებს, ფ. კ-ს და ბ. ყ-ს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილემ ხათუნა წიწავამ და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა ავთანდილ კენჭაძემ ეტლები სახლში მიუტანეს. ანალოგიურად, ეტლები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაკებმა ბენეფიციარებს სხვა რეგიონებშიც გადასცეს.