თიბისი გალერეა პროექტს -„ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე - არქეოლოგიური მონაპოვარი“ უმასპინძლებს.

თიბისი გალერეა პროექტს -„ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე - არქეოლოგიური მონაპოვარი“ უმასპინძლებს.

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტს  - „ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე - არქეოლოგიური მონაპოვარი“ ექსკლუზიურად  უმასპინძლებს.

პროექტის ფარგლებში ის უნიკალური არტეფაქტები გამოიფინება, რომელიც ქართველი მეცნიერების მიერ კუნძულ კვიპროსზე, ღალიის ქართველთა მონასტერზე (X-XVI სს.) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად იქნა აღმოჩენილი.

გამოფენის გახსნა 5 დეკემბერს, 17:00 საათზე შედგება.

მედიისთვის დასწრება თავისუფალია!

7 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე კი ექსპოზიციის ნახვას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს!

გთხოვთ გვეწვიოთ!