წარმატებით დასრულდა „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვის” საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების დიდი რაოდენობა შემოვიდა. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.
იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა.
განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი - ვაჟა-ფშაველას ქ. N16
ზუგდიდი - რუსთაველის ქ. N87
ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27
რუსთავი - ვახუშტის ქ. N8
გორი - შმაგის ქ. N1