თიბისი ბანკის პროექტს #წერექართულად უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და 24-ე საჯარო სკოლა შეუერთდა

თიბისი ბანკის პროექტს #წერექართულად უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და 24-ე საჯარო სკოლა შეუერთდა

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად მხარდასაჭერად სკოლის მოსწავლეებისათვის ლექსიკოგრაფიაში კონკურსი ჩატარდება.

კონკურსს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და თბილისის 24-ე საჯარო სკოლა ატარებს.

ლექსიკოგრაფიის კონკურსი წელს პირველად ჩატარდება და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის დახმარებით (www.dict.geინგლისური წინადადებების ქართულად თარგმნას ითვალისწინებს.

კონკურსი  საპილოტეა და მასში  მონაწილეობა ამ ეტაპზე მხოლოდ  24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპი 20 დეკემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება და ის 30 საუკეთესო მოსწავლეს გამოავლენს.  5 გამარჯვებული კი იანვარში, უკვე  კონკურსის მეორე, ფინალურ ეტაპზე გამოცხადდება. 

ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანია ინგლისურ-ქართული ლექსიკონების პოპულარიზაციაბარბარიზმების წინააღმდეგბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა.

გამარჯვებული მოსწავლეები თიბისი ბანკისა  და ელექტრონული  წიგნების სახლისგან „საბა“ წიგნებითა და ფულადი პრემიებითდაჯილდოვდებიან

კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დაინტერესებულ მოსწავლეებს საკუთარი მონაცემების (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი) გაგზავნა ნოემბრის ბოლომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: konkursi24@dictionary.ge .  ამ დროისთვის კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე 100-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და 24-ე საჯარო სკოლა  ლექსიკოგრაფიის კონკურსის ჩატარებას  მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღება უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებსაც შეეძლებათ.