„ბიზნესრეიტინგის“ მე-16 დაჯილდოების ცერემონიალზე თიბისი ბანკი გამარჯვებულ კომპანიად დასახელდა. ბანკს ჯილდო შემდეგ ნომინაციაში გადაეცა: „მაღალი საკრედიტო რეიტინგი, საერთაშორისო აღიარება, უნივერსალური ბანკი უნივერსალური სერვისებით და სოციალური პასუხისმგებლობა“.
„ბიზნესრეიტინგის“ დაჯილდოება ტრადიციულად, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივიაზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ცერემონიალზე წინასწარი გამოკითხვების შედეგად შერჩეული 30 საუკეთესო ბიზნესკომპანია გამოვლინდა.
ჟიურიმ საუკეთესო კომპანიები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა:მომხმარებელთა და მეწარმეთა ინტერესების დაცვა,საზოგადოებრივი იმიჯი, ეფექტური მენეჯმენტი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები,საერთაშორისო მიღწევები და აღიარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ეფექტური მარკეტინგი, გამჭვირვალეობა,გუნდის პროფესიონალიზმის დონე, პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობა.
„ბიზნესრეიტინგის“ დაჯილდოება 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მის მიზანს ქართული ბიზნესის განვითარება და სტიმულირება წარმოადგენს.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვების გარდა, თიბისი ბანკი „ბიზნესრეიტინგის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლისსაუკეთესო კომპანიად ორჯერ დასახელდა.