თიბისი არტ გალერეა ელიარ ალიმირზოევის  პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეა ელიარ ალიმირზოევის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში  ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის,  ელიარ  ალიმირზოევის გამოფენა - „ვიზა ჩიტებისათვის“ გაიხსნა.

„ვიზა ჩიტებისათვის“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია 20 გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევარი.

პროექტის იდეა ასეთია: თუკი ფრენა შეგიძლიათ, ჩიტივით თავისუფალი ხართ და ნებართვაც არ  გჭირდებათ  „დადგენილი“ საზღვრების გადასალახავად.

ელიარ ალიმირზოევი თანამედროვე  აზერბაიჯანული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგელია. მისი ნამუშევრები დაცულია აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კერძო გალერეებსა და კოლექციებში - აზერბაიჯანში, რუსეთში,  საფრანგეთში, ავსტრიაში, თურქეთში, დანიაში.        

 გამოფენის, „ვიზა ჩიტებისათვის“  პარტნიორია აზერბაიჯანული გალერეა, Q Gallery (ქგალერეა,ბაქო). გამოფენა თიბისი ბანკის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა  და კომპანია „დირსის“ მხარდაჭერით იმართება.

ექსპოზიციას  თიბისი არტ გალერეა  27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.