სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს  შეხვდა

სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარს ნილს მუჟნიეკსს და ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს დევნილთა, ლტოლვილთა და რეპატრიანტთა მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სოზარ სუბარმა სტუმრებს ის პროგრამებიც გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა  ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

საქართველოში ვიზიტის შედეგად,  კომისარი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც განხილული იქნება კომისრის 2015 წლის კვარტალური ანგარიშის ფარგლებში.