თურქეთში ხელისუფლებამ სტიპენდიის გამცემი საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულ ადამიანები დააკავა

თურქეთში ხელისუფლებამ სტიპენდიის გამცემი საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულ ადამიანები დააკავა

თურქეთში ხელისუფლებამ სტიპენდიის გამცემი საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებულ ადამიანები დააკავა  

თურქეთში მმართველი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებზე ზეწოლას კვლავაც გრძლდება. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AkP) მთავრობა, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ჯგუფის, მედიის, ბიზნეს ასოსიაციების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარბევით მათ გაჩუმებას ცდილობს. დარბევების ბოლო სამიზნე ქალაქ მანისაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია გახდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელიც დაარბიეს,  გაჭირვებულ სტუდენტებს სტიპენდიით ეხმარება და ყველა საქმიანობას კანონის დაცვით აწარმოებს. საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით სტუდენტებისათვის სტიპენდიის გაცემის ბრალდებით ორი ქალბატონი და ქალაქში ქველმოქმედებით ცნობილი ათობით ადამიანი, ბიზსნესმენი, მათ შორის - ადვოკატები, ექიმები და მასწავლებლები დააკავეს.

ქველმოქმედების საქმიანობით დაკავებული ქალბატონების პოლიციის მხრიდან დაკავებისას  ხელბორკილების დადებამ დიდი პროტესტი გამოწვია. აღსანიშნავია ის, რომ პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აისისის ტერორისტებს დაკავებისას არ გამოუყენებია ხელბორკილები, მოგვიანებით კი საერთოდ გაათავისუფლეს.

ამ ფაქტმა დიდი პროტესტი გამოწვია და პოპულარული ჟურნალისტი, ჰასან ჯემალი ჩატარებულ სპეცოპერაციას, ერდოღანის მიერ გამოთქმულ, შუასაუკუნეების ევროპის "კუდიანობაზე ნადირობის" ცნობილ პერიოდს ადარებს. ჯემალის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამია: „ყველას თვალწინ კუდიანებზე ნადირობის ტალღაა აგორებული და ეს ტალღა თანდათან მატულობს. ჩვენ წერის და სინდისის ქენჯნისგან განთავისუფლების გარდა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია... კუდიანებზე ნადირობა თავისუფლების მტრობას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა კანონის უზენაესობის არაფრად ჩაგდებას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა დემოკრატიის მტრობას ნიშნავს"

ქვეყნის ყველაზე პოპულარული გაზეთებიდან, ზამანის (Zaman) ჟურნალისტმა, მეჰმეთ ქამიშმა, ქველმოქმედებით დაკავებული ადამიანებზე ხელბორკილების დადება, რომელთა დანაშაულიც საქველმოქმედოდ გაჭირვებულ სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემა და რომლის სასჯელიც ჯერ გაურკვეველია, "მაგ ხელბორკილების დადებით სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ?" - სიტყვებით გააკრიტიკა. "პოლიციელები ბაღებსა და სკოლებს არბევენ, გაჭირვებულ სტუდენტებზე სტიპენდიის მიცემის გამო ბიზნესმენებს, ქველმოქმედების მოყვარულ ადამიანიებს აპატიმრებენ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე, ქალბატონებსაც ხელბორკილებს ადებენ, სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ? გაწუხებთ, მაგრამ დღემდე რაც მიითვისეთ, იმის დაკარგვის გეშინიათ?" -წერს ჟურნალისტი.

თურქეთში 2013 წლის დეკემბერში, ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების  მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. და ბოლოს, 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს.