დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი

დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი "პირველ პრესკლუბში" სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მამართველები, საინფორმაციო სააგენტო "პირWელში", "პირველ პრესკლუბში" საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

ბრიფინგი "პირველ პრესკლუბში" 14:00 საათზეა ჩანიშნული.

დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის და რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველებად საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესაბამისად დაინიშნენ. თუმცა ისინი ტელეკომპანიაში შესვლას და მოვალეობის შესრულებას, ყველა ინსტანციის მიერ, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების ყველა ინსტანციაში განხილვამდე არ აპირებენ. დროებითმა მმართველებმა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს, ლევან და გია ყარამანიშვილებს შესთავაზეს, რომ დაესახელებინათ გენერალური დირექტორისა და ფინანსური დირექტორის კანდიდატები, რომლებსაც ისინი ტელევიზიის მართვისთვის საჭირო, ყველა შესაბამის უფლებამოსილებას მიანიჭებდნენ, თუმცა აღნიშნულ შეთავაზებაზე ყარამანიშვილებმა უარი განაცხადეს.