ფონდი “ლიბერალური კვალის” მორიგი საქველმოქმედო აქცია - სხვადასხვა მიმართულების მქონე ქართველი ხელოვანები ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორი ფონდი “ლიბერალური კვალი” იყო.
“მოგეხსენებათ ვარდისფერი ოქტომბერი არის ძუძუს კიბოთი დაავადებულთა თვედ გამოცხადებული, „ევროპა დონა საქართველო“-მ ამ თვეში რამდენიმე აქტივობა განახორციელა და ერთ-ერთი ეს გამოფენა-გაყიდვაა „ლიბერალურ კვალთან“ ერთად, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. შემოსული თანხდა გადაირიცხება პაციენტთა ფონდში და მოხმარდება მათ საჭიროებას,“- განაცხადა „ევროპა დონა საქართველო“-ს პრეზიდნენტმა ანა მაზანიშვილმა.
ფონდი უერთდება მსოფლიო აქციას, საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია საქართველო- “Europe Donna” -ს ბენეფიციარების დასახმარებლად! არსებობს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ! 24 წლის ნატა ტურაშვილი და ოთხი შვილის დედა ეკა ასლამაზიშვილი წლებია ძუძუს კიბოს ებრძვიან. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,იმისთვის რომ ამ დაავადებას გაუმკლავდნენ და სრულფასოვანი ცხოვრება შეძლონ. მოგიწოდებთ,რომ შეუერთდეთ 1985 წლიდან დღემდე არსებულ ინიციატივას ,ოქტომბრის თვეს, როგორც,ძუძუს კიბოთი დაავადებულთა საყოველთაო მხარდაჭერის თვეს. “ჩვენც გავავარდისფროთ ოქტომბერი და დავეხმაროთ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს” ! გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.
„ჩვენ ვხმარებით მათ ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა,“ - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ქეთი სიჭინავამ.
ამ აქტივობას შეუერთდა მხატვარი ნინო ჭყონია და განაცხადა : „მოხარული ვარ, რომ ამ კეთილ საქმეში ვიღებ მონაწილეობას. ჩემი ნამუშევრის გაყიდვით შემოსული თანხა მოხმარდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და მეც გარკვეულ წვლილს შევიტან, “