11 ნოემბერს, 18:00-დან 20:00-მდე, თიბისი არტ გალერეაში ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ელიარ ალიმირზოევის გამოფენა „ვიზა ჩიტებისთვის“ გაიხსნება.
ელიარ ალიმირზოევის ნამუშევრები საქართველოში პირველად იფინება და მას ექსკლუზიურად თიბისი არტ გალერეა მასპინძლობს.
ექსპოზიციაში მხატვრის გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
დასწრება თავისუფალია!
გთხოვთ, გვეწვიოთ! (მარჯანიშვილის #7, თიბისი არტ გალერეა, მე-2 სართული)