თიბისი ბანკი „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია

თიბისი ბანკი „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია

თიბისი ბანკის მხარდაჭერით Google-ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი - „Devfest  თბილისი 2015“  გაიხსნა.  ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება და წელსაც ტრადიციულად  პროგრამირებით დაინტერესებულ მსურველებს მასპინძლობს. 

წელს „Devfest  თბილისი 2015“ ორი დღის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, გასართობი თამაშები , დიზაინ-სპრინტი და სხვა აქტივობებია დაგეგმილი.

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის თბილისს Google-ის წარმომადგენელი -ბარიშ იესუგაი, Google-ის ექსპერტი მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებში - ტომას ემილ ლამპრეხტი,   U/UX ექსპერტი და ციფრული  გამოცდილების კონსულტანტი - ოითუნ ერენ შენგული  და ერევანის Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი- ვარდან გრიგორიანი ეწვევიან. ისინი დაიტერესებული პირებისთვის ღია ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

Devfest-ზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოიყენონ დღევანდელი დღე და  დარეგისტრირდნენ ხვალინდელ აქტივობებზე. დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღება Devfest-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.devfest.ge

Devfest  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო IT ღონისძიებაა, რომელიც წელს მ