875კგ პროდუქტი 5 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახზე გადანაწილდა
16 ოქტომბერს მსოფლიომ კვების დღე აღნიშნა. ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში. მსოფლიოს ქვეყნებს უკვე მეორე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა და მსგავსი კამპანია დაიწყო.
ამავე დღეს, „ფუდპანდა“-მ (www.foodpanda.ge ) მსოფლიო კვების დღის აღსანიშნავად, მორიგი აქცია „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით““საქველმოქმედო ფონდ „ლიბერალურ კვალთან“ ერთად დაიწყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში, 22 ქოტომბერამდე გაგრძელდა და შიმშილობასთან გლობალურ ბრძოლას აღნიშნული კამპანიით შეუერთდა. მომხმარებელს ერთი კომენტარის დაწერით შეეძლო აერჩია რა ტიპის საკვებს გადასცემდა მისი სსახელით საჭმლის მიტანის სერვისი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.
გაცემა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა - ასე შეუერთდა ასობით ადამიანი გლობალურ მოძრაობას, რათა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ. ისინი გახდნენ შიმშილის დამარცხების ნაწილი და მოახდინეს ცვლილება ფუდპანდასთან ერთად. აი შედეგიც: შეგროვდა 875კგ პროდუქტი: მაკარონი 150 კგ, ბრინჯი 100 კგ, ლობიო 250 კგ, კარტოფილი 250 კგ, წიწიბურა 125 კგ. ხუთივე პროდუქტი თანაბრად გადანაწილდა 5 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახზე.
მონაწილეობის მიღება მარტივი იყო: ფუდპანდას გვერდზე აუცილებელი იყო (www.facebook.com/foodpandage.) კომენტარი დატოვება შესაბამისი პოსტის ქვეშ დონაციის საკვების ასარჩევად. ერთი მარტივი დაწკაპუნებით კი, ფუდპანდა ერთი კილოგრამ საკვების დონაციას მოახდენდა. პოსტის გაზიარების შემთხვევაში კი, დონაცია ორჯერ იზრდებოდა. რაც მეტი ადამიანი ისაუბრებდა პრობლემაზე, მით მეტს გასცემდა ფუდპანდა. მომხმარებლის აქტიურობა მნიშვნელოვანი იყო, მათ საკვები პროდუქტების, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, ლობიო, მაკარონი და სხვა, არჩევა და სხვებისთვის გაზიარებაა შეეძლოთ.
„მომხმარებლის დახმარებითა და ხელშეწყობით ჩვენ დავეხმარეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 5 ოჯახს. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო! სულ შეგროვდა 875კგ პროდუქტი დიდი მადლობა მათ, რომ დააკომენტარეს და ჩაერთნენ აქციაში,“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
„ფუდპანდამ მომხმარებლის დახმარებით ფონდის ბენეფიციარი, 5 ოჯახი 5 სახის პროდუქტით მოამარაგა. საკვების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო. მათ ლობიო, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, წიწიბურა მთელი ზამთრის მარაგი ექნებათ. დიდი მადლობა ფუდპანდას ასეთი ქველმოქმედებისთვის,“ - მადლობა გადაუხადა კომპანიას საქველმოქმედო ფონდის „ლიბერლური კვალის“ პრეზდიტენტმა ქეთი სიჭინავამ.