GWP თბილისის წყალმომარაგებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს დღეს დაასრულებს

GWP თბილისის წყალმომარაგებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს დღეს დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს დღეს დაასრულებს. კერძოდ, კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა დიღმის ველზე მდებარე რამდენიმე  საკვანძო მაგიტრალს, რომელთა მეშვეობით თბილისის დიდი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება.  

 ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს, ვაკის და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით საიმედო გახდება.

 პროექტის ფარგლეში სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდა. ახლით შეიცვალა 900 მმ-იანი, 1200 მმ-იანი და 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყლის მილების ამორტიზებული მონაკვეთები. შეცვლილი მონაკვეთების საერთო სიგძემ 1200 მეტრი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებიც დაამონტაჟა, რაც, სამომავლოდ, ქსელებში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს.