დიღმის ველზე, წყალსადენის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება

დიღმის ველზე, წყალსადენის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, დღეს, კომპანია დიღმის ველზე გამავალ 1200 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და მაგისტრალის განახლებულ მონაკვეთს თბილისის წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:

წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღომი 7-ს დასოფელ დიღომს.

დღეს, 18:00 საათამდე წყალს გრაფიკით იღებს:

ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ასათიანის, ზაქარიაძის, ქავთარაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და  ჭავჭავაძის გამზირების ნაწილი.

ასევე, დღეს, 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კი წყალს გრაფიკით მიიღებს:

ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.

წყალმომარაგების აღდგენისა და გრაფიკის თაობაზე ინფორმაციას კომპანია მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია GWP-ის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/dagegmili  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.