4 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, (115 -ე აუდიტორია) სტუდენტური კონკურსის - „მისია 2015“ პრეზენტაცია გაიმართება.
სტუდენტური კონკურსი - „მისია 2015“ წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ.
წლევანდელი კონკურსის პირობებს სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე წარუდგენენ.
გთხოვთ, მობრძანდეთ!