სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ სტუდენტს, 18 წლის ოთო გოგილაშვილის შეხვდა. კახა კახიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟიორად მოიწვია. ოთო გოგილაშვილი ორთვიან სტაჟირებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში გაივლის.
შეხვედრაზე მინისტრი სტუმარს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და წარმატებული სტაჟირება უსურვა.
ოთო გოგილაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტუმრობისა და სისტემის ახლოს გაცნობის სურვილი კახა კახიშვილის ბერი ანდრიას ფონდში სტუმრობისას გამოთქვა.