კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე,კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, 3 და 4 ნოემბერს, კომპანია დიღმის ველზე გამავალ 1200მმ-იან მაგისტრალზე გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და მაგისტრალის განახლებულ მონაკვეთს,ექსპლუატაციაში გასაშვებად, თბილისის წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან, ხვალ, 4 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგებაშეუწყდება:
· წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღომი 7-სდასოფელ დიღომს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს გრაფიკით მიიღებს:
· ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ასათიანის, ზაქარიაძის, ქავთარაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 4 ნოემბრის 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში კი წყალს გრაფიკით მიიღებს:
· ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.
გრაფიკის თაობაზე ინფორმაციას GWP მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის -http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.