კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, 3 და 4 ნოემბერს, კომპანია დიღმის ველზე გამავალ 1200 მმ-იან მაგისტრალზე გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და მაგისტრალის განახლებულ მონაკვეთს, ექსპლუატაციაში გასაშვებად, თბილისის წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 3 ნოემბრის 10:00 საათიდან 4 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღომი 7-ს დასოფელ დიღომს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს გრაფიკით მიიღებს:
ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ასათიანის, ზაქარიაძის, ქავთარაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 ნოემბრის 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში კი წყალს გრაფიკით მიიღებს:
ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.
გრაფიკის თაობაზე ინფორმაციას GWP მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.