ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არც მას და არც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მიხეილ სააკაშვილისგან ფული არასდროს მიუღია.
როგორც ნიკა გვარამიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას და „რუსთავი 2“-ს არც სააკაშვილის რომელიმე მეგობრისგან მიუღია თანხა. გვარამიას განცხადებით, მისსა და სააკაშვილის საუბარში არც ხალხის დაყენებაზე არ არის საუბარი.
„ამ შეცდომას მარტო თქვენ არ უშვებთ. იქ საუბარია თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემაზე, იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი ხმაურიანია და კომპანიას განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით აზიანებს. ბუნებრივია, ჩემს მეგობარს ვუზიარებ იმ პრობლემებს, რომელიც მაქვს. ხაზგასმით ვამბობ და ვადასტურებ - არასდროს, არცერთი ლარი არც მე და არც ჩემს კომპანიას, მიხეილ სააკაშვილისგან, ან მისი რომელიმე მეგობრისგან არ მიგვიღია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.