ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ფონდი “ლიბერალური კვალის” მორიგი საქველმოქმედო აქცია -  სხვადასხვა მიმართულების მქონე ქართველი ხელოვანები ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად.

31 ოქტომბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ( მისამართი:  საქართველო, თბილისი 0107, გუდიაშვილის ქ.7) გაიმართება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ორგანიზატორია ფონდი “ლიბერალური კვალი”.                                                                                         

ფონდი უერთდება მსოფლიო აქციას, საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია საქართველო- “Europe Donna” -ს ბენეფიციარების დასახმარებლად!  არსებობს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი !   24 წლის ნატა ტურაშვილი და ოთხი შვილის დედა ეკა ასლამაზიშვილი წლებია  ძუძუს კიბოს  ებრძვიან. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,იმისთვის რომ ამ დაავადებას გაუმკლავდნენ და  სრულფასოვანი ცხოვრება  შეძლონ. მოგიწოდებთ,რომ შეუერთდეთ 1985 წლიდან დღემდე არსებულ ინიციატივას ,ოქტომბრის თვეს, როგორც,ძუძუს კიბოთი დაავადებულთა საყოველთაო მხარდაჭერის თვეს. “ჩვენც გავავარდისფროთ ოქტომბერი და დავეხმაროთ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს” ! გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.

 მათ  ვისაც  ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ!

ასევე მნიშვნელოვანია,   რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო  პროცესში აქტიურად  ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ  ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა.

ცნობილია, რომ ოქტომბერი  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი  აქტივობები იმართება.  „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც, დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა - ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება - სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან:  „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.