ჩემპიონები „ქართულ ოცნებაში

ჩემპიონები „ქართულ ოცნებაში"(VIDEO)

მოჭიდავეები, მოკრივეები, „შავფაროსნები“, ბრძოლა წესების გარეშე მოასპარეზეები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და თანადგომა პირადად გამოუცხადეს. „ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად მხარში დავუდგეთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გვერდზე გადადო. გვჯერა ქართული ოცნება გაიმარჯვებს “ - განაცხადეს ჩემპიონებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.