მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს

მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება და ხელმისაწვდომობა დაანონსა, რაც ძირითადად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ  მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებით  მოხდება. 

სსიპ სამედიცინო საქმიანობის საელმწიფო რეგულირების სააგენტოში მედიკამენტების  ხელმისაწვდომობასა და ხარისხის კონტროლის გამკაცრების ინციციატივას დროულსა და აუცილებელს უწოდებენ.

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს დავით მაჭარაშვილს მიაჩნია, ეფექტიანი მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია: „ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც  ხარისხის კონტროლს უმაღლეს დონეზე აიყვანს. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს შესაბამისი სისტემის შექმანს, რაც მნიშველოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.“ მაჭარაშვილი იმაზეც მიანიშნებს, რომ მხოლოდ მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს და აღნიშნავს: „დღეს ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია ჯენერიკებით, თუმცა აუცილებელია მისი სეგმენტის გაფართოება და ხარისიხს კონტროლის გამკაცრება. რამდენად ხელმისაწვდობი იქნება ის მომხმარებლისთვის, ეს  კონკურენციაზე იქნება დამოკიდებული, რომელი კომპანია რა ფასად და რამდენად ხარისხიან სამკურნალო საშუალებას მიაწოდებს მომხმარებელს.  დღეს, დარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების ძირითადი ბაზა  ჯენერიკულ მედიკამენტებს მოიცავს.“