სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრებულები შეძლებენ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით ოჯახებს დაეხმარნონ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში ცვლილებათა პროექტი შევა, რომლის თანახმადაც დაწესებულებებში არსებულ საწარმოებში შექმნილ პროდუქციას თავად ხელისუფლება შეიძენს.
„ძალიან მალე, მთავრობის მეთაურის ინიცირებით საქართველოს პარლამენტში შევა ცვლილებებათა პროექტი, რომ დაწესებულებაში არსებულ საწარმოებში შექმნილი პროდუქცია თავად ხელისუფლებამ იყიდოს, იმისთვის რომ ბიზნესსექტორი დაინტერესდეს და დაიწყოს ქარხნების და ფაბრიკების მშენებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როდესაც ადამიანი გამოდის საპყრობილედან ის მზად უნდა იყოს ამისთვის. არათუ საპყრობილედან ახლად გამოსულს, ხანდახან ჩვენ, თავისუფლებაზე მყოფ ადამიანებს გვიჭირს ხოლმე ზოგიერთ პრობლემასთან ბრძოლა, შეგუება და მათი დაძლევა. მით უფრო რომ ისინი ხშირად ბევრი სხვა პრობლემის წინაშეც დგებიან. მათ ხშირად ფინანსური საშუალებაც კი არ აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ პრემიერთან ერთად გადავწყვიტეთ რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები ციხეებში, იმისთვის რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ და იმისთვის რომ სახელმიწფომ კი არ აკეთოს ფული ამ ადამიანების ამანათებზე, პირიქით, ამ ადამიანებმა გაუგზავნონ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი ოჯახებს. ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში შემთხვევით რაღაც მოუვიდათ და საპყრობილეში აღმოჩნდნენ ჩართულები უნდა იყვნენ ისეთ პროგრამაში, რომელიც დაემხამება მათ, რომ საპატიმროში შესვლის და იქიდან გამოსვლის პერიოდებს შორის არ გაჩნდეს უფსკრული“. - აღნიშნა კახა კახიშვილმა მარტვილში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინეს.