GWP ვაკის რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს

GWP ვაკის რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაკის რაიონში, არაყიშვილის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე მომხდარი დაზიანების სალიკვიდაციოდ, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს. წყალსადენის ქსელი, დღეს, საგზაო სამუშაოების ჩატარების დროს, გზის მშენებელმა კომპანიამ დააზიანა. ქსელის აღსადგენად წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძის, ატენის, კავსაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. 

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.