სოზარ სუბარი პავლო როზენკოს შეხვდა

სოზარ სუბარი პავლო როზენკოს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრს პავლო როზენკოს შეხვდა.

კიევში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა პავლო როზენკოს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე.

პავლო როზენკოს განცხადებით, მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება.

უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისათვის ჰუმანიტარულ სფეროში გაწეული დახმარებისათვის სოზარ სუბარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.