კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით, კომპანია სხვადასხვა ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებს. კერძოდ, დღეს, ღამის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე გამავალ წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთებს წყალსადენის ერთიან სისტემასთან მიაერთებს. სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22 ოქტომბრის 23:00 საათიდან 23 ოქტომბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის მცირე ნაწილს, ცოტნე დადიანის II მ/რაიონს, ჩარგლის, სუმბათაშვილ-იუჟინის, სააკაძის, ნიკო მარის, ურიდიასა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.